09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიასა და ავსტრიაში მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავს

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიასა და ავსტრიაში მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავს.

რადიკალმა ისლამისტებმა გერმანულ ენაზე პირველი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც პირადად ანგელა მერკელს ემუქრებიან.

მათი თქმით, გერმანიის კანცლერზე ავღანეთში მუსლიმანების დაღვრილი სისხლისძთვის იძიებენ შურს.

5 წუთიანი ვიდეოს ბოლოს ისლამისტები სირიაში ქალაქ პალმირას ნანგრევების ფონზე ორ ტყვესაც კლავენ.

ისლამური სახელმწიფოს ეგვიპტური ფრთის წევრები კი ივლისში გატაცებული ხორვატი მამაკაცის მოკვლით იმუქრებიან. მათი თქმით, თუ მომდევნო 48 საათში ეგვიპტის ციხეებიდან მუსლიმ ქალ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ხორვატ მძევალს სიკვდილით დასჯიან.

 

 
დღის ამბები