10 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
კაჭრეთის საგამოფენო სივრცე უკრაინელი არტისტის, ფედორა აკიმოვას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

კაჭრეთის საგამოფენო სივრცე უკრაინელი არტისტის ფედორა აკიმოვას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

"ხმაური" - ექსპოზიცია ამ სახელწოდებით უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. უკრაინელი არტისტი საქართველოში მას შემდეგ იმყოფება, რაც მის ქვეყანაში ომი დაიწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაციების და ნივთების ნაწილი, ქალაქ ირპენიდან არის ჩამოტანილი. ნივთებს რუსული ომის აგრესიის კვალი ეტყობა. გამოფენა დღეს გაიხსნება და ორი თვე გაგრძელდება.

 

დღის ამბები