28 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

თბილისში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი - 65 წლის მამაკაცს, რომელმაც მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

ზაქრო ვარდიაშვილმა მეუღლე სასიკვდილოდ ოჯახური კამათის გამო გაიმეტა. დანაშაულის ჩადენის იარაღი უროა.

საზარელ დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - ფაქტს მათი შვილი შეესწრო, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები