09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ბარაკ ობამა კონგრესს ირანთან მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბარაკ ობამა კონგრესს ირანთან მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და მთავარი ყურადღება სწორედ ირანის ბირთვულ გარიგებას დაუთმო.

მან კონგრესმენები გააფრთხილა და განაცხადა, რომ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა ომის მხარდაჭერას ნიშნავს. 14 ივლისს მიღწეულ გარიგებას მხოლოდ ისრაელი ეწინააღმდეგება. ქვეყნის პრემიერმა ამერიკელ ებრაელებს მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი ამ გარიგებას.

ისრაელის ლობისტები უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად მუშაობენ, რომ კონგრესის წევრები დოკუმენტის წინააღმდეგ ხმის მიცემაზე დაიყოლიონ. გარიგების თანახმად, ირანი სანქციებისგან გათავისუფლდება, თუ ის ურანის გამდიდრებას შეზღუდავს.

 
დღის ამბები