27 დეკემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ზღვისპირა რეგიონი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში - საქართველო დიდი რაგბის მოლოდინშია

ზღვისპირა რეგიონი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში - საქართველო დიდი რაგბის მოლოდინშია. დღეს ბორჯღალოსნები ისტორიულ ტესტ მატჩს გამართავენ, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებენ და ასევე პირველად, იტალიელ მორაგბეებს უმასპინძლებენ. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ჩვენი სტუმრები მომავალ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი მცირე საკადრო პრობლემები აქვს. ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ - ერთმა ლიდერმა, კოტე მიქაუტაძემ და ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

ბათუმში დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსული, მათ შორის არიან ინფლუენსერები და ბლოგერები. 

მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრის აბსოლუტური მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები