კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქის მერი ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდება.
"დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თბილისის მერი ასევე, შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს," - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.