26 დეკემბერი 2024,   14:06
ვრცლად
სპეცოპერაცია ვარშავაში - დაკავებულია 4 "კანონიერი ქურდი", მინდია გორაძემ, იმავე "ლავასოღლიმ" მიმალვა მოახერხა

სპეცოპერაცია ვარშავაში - დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. ქურდი. 35 კრიმინალური ავტორიტეტის შეკრების ინიციატორი, არსებული ინფორმაციით მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" იყო, მან მიმალვა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა აიყვანეს მისი გარემოცვის 4 წევრი - ე.წ. ქურდები რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე არაერთ გახმაურებულ და მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ.

ვარშავაში დაგეგმილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქურდულ შეკრებაზე ორი დაპირისპირებული კლანის წარმომადგენელი პირები იყვნენ, ერთის მხრივ, მინდია გორაძის კლანის წევრები, მეორეს მხრივ, ავთო ტუღუშის, ე.წ. კანონიერი ქურდის მოკავშირეების. მთავარი საკითხი ამ ქურდულ შეკრებაზე იყო ე.წ. ობშიაკის საკითხის განხილვა, თუმცა ეს შეკრება ვარშავაში სპეცოპერაციით დასრულდა.

"კურიერი" ცოტა ხნის წინ მინდია გორაძის ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ საქმეზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

"პირველად მესმის თქვენგან ნამდვილად და არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ორი საქმე აქვს მინდია გორაძეს, დაუსწრებლად მისჯილი აქვს 12 წელი და მეორე ბრალზე 10 წელი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ეს განაჩენები. როცა ძებნილს უსჯიან თუ არ არის ის დაკავებული მხოლოდ მას შემდეგ არის გასაჩივრების ვადის ათვლა, რაც მისი დაკავება მოხდა, თუ მოხდება, რაც მე არ მგონია, არც ვიცით სად იმყოფება მინდია გორაძე. მისი დაკავება ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმ ძველი განაჩენების გასაჩივრებით," - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

დღის ამბები