მედიკამენტები ფასდაკლებით სოციალურად დაუცველებისთვის - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა, ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც მიზნად ისახავს სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის აფთიაქებში შეღავათიან პირობებს.
ბენეფიციარები წამლების შეძენას ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს შეძლებენ.