27 დეკემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას,  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 

დღის ამბები