09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანილი პროდუქტების მასობრივი განადგურება დაიწყო

რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანილი პროდუქტების მასობრივი განადგურება დაიწყო. საუბარია იმ ნაწარმზე, რომელიც პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი ემბარგოს სიაში მოხვდა.

250 ტონა ხილი და სხვადასხვა დასახელების პროდუქტები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთ დღეში დაწვა და ტრაქტორებით გაანადგურა. ემბარგო შეეხო კანადურ, ამერიკულ, ავსტრალიურ, ნორვეგიულ და ევროკავშირში წარმოებულ პროდუქციას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, პროდუქციის განადგურების აღნიშნული ფორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდა.

 
დღის ამბები