29 აგვისტო 2026,   07:06
ვრცლად
ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა

ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ქონდათ კვალიფიციური მედიკოსების რეკომენდაციები და სხვა სამედიცინო მომსახურება უფასოდ მიეღოთ.

მოქალაქეებს უფასოდ გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, გლუკოზისა და ქოლესტერინის ლაბორატორიული კვლევები. აქცია გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და "ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრის" მხარდაჭერით ჩატარდა.

დღის ამბები