09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება საუდის არაბეთში - დაღუპულია 15 ადამიანი

15 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში. ტერაქტი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის კუთვნილ მეჩეთზე ლოცვის დროს მოხდა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი საუდის არაბეთის პრინცმა მოინახულა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ტერაქტის უკან ისლამურ სახელმწიფოს მოიაზრებენ.

 
დღის ამბები