09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
აფეთქება ავღანეთში - გარდაცვლილია 8 და დაჭრილია 100 ადამიანი

აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. გარდაცვლილია 8 და დაჭრილია 100 ადამიანი. სატვირთო ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი სამხედრო შენაერთის მახლობლად აფეთქდა.

ის იმდენად ძლიერი იყო, რომ 100 მეტრის რადიუსში მდგარი მანქანებიც გაანადგურა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" უკვე აიღო. ეს პირველი მასშტაბური ტერაქტია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას "თალიბანმა" მათი ლიდერის მულა ომარის სიკვდილი დაადასტურა.

 
დღის ამბები