06 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სოსო გოგაშვილს შეხვდა - ბრალდებული სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სოსო გოგაშვილს შეხვდა. გამომძიებელმა ბრალდებული აყვანის სპეცოპერაციის და სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოკითხა.

"დაკავებულთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, მოწმის სახით გამოკითხვა, თუმცა მასთან კომუნიკაცია და გასაუბრება შედგა დაკავების  დღესვე. დანიშნულია მის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტის წინაშე პირადად არის წარმდგარი. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვები," - აცხადებს გამომძიებელი.

პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა დაკავებულის ადვოკატიც. მისი ინფორმაციით, გოგაშვილმა გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია დაკავების შესახებ და განუცხადა, რომ მას იარაღი და ინფორმაციის მატარებელი მეხსიერების ბარათი ჩაუდეს. 

"ინფორმაციის მიწოდება მოხდა დაზიანებებთან დაკავშირებით, დაკავებასთან დაკავშირებით, იარაღის ჩადებებთან დაკავშირებით და ასევე, ე.წ. ფლეშკებისა და სხვა ელექტრო მატარებლების ჩადებასთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში. ღამბაშიძე დაასახელა იოსებ გოგაშვილმა, სწორედ ეს ერთ-ერთი პიროვნება გახლავთ, იოსებ გოგაშვილის გადმოცემით, რომელმაც ხელებზე გაუსვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელი იარაღების ჩადება და  ამოღებაც შემდეგ განხორციელდა იოსებ გოგაშვილის სახლში," - აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

დღის ამბები