09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ - პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ეთერში 10 ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი იყო მიწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მიმართვამ აუდიტორიის უკმაყოფილება გამოიწვია, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ლიდერობა პირველი დებატების შემდეგაც სწორედ ბიზნესმენმა შეინარჩუნა.

ტრამპმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რესპუბლიკელთა რიგებში წარუმატებლობის შემთხვევაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მან ასევე უარი თქვა ქალების მიმართ წარსულში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდაზე.

დემოკრატი კანდიდატების პირველ დებატებს ოქტომბერში ტელეკომპანია CNN-ი უმასპინძლებს.

 
დღის ამბები