რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ იყო წინააღმდეგი, მათ შორის შეერთებული შტატები - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.
"პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ბევრს აკეთებს, რომ შექმნას აუცილებელი საკითხები სიტუაციის ნორმალიზებისთვის. იყო მოლაპარაკებები სტამბოლში, როდესაც შეთანხმებას თითქმის მივაღწიეთ, მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ კიევიდან, თუმცა კიევის ხელისუფლებამ შეთანხმების იმპლემენტაციაზე უარი განაცხადა. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს. ჩვენ ხელს შევუწყობთ, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს იმ შემთხვევაში თუ რუსულ მარცვლეულზე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვები მოიხსნება. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ მზად ვართ," - ამბობს პუტინი.