26 დეკემბერი 2024,   19:15
ვრცლად
ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ევროპარლამენტარებმა მმართველ გუნდთან საქმიან ფორმატში ჩართვა მოსთხოვეს - რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კარგი იქნებოდა საწყის ეტაპზევე ყოფილიყო ოპოზიციისგან თანამშრომლობის მზაობა, რაც სრულებით არ ნიშნავს ადამიანური ურთიერთობების დათმობას.

"თუ ასე არჩიეს, რომ ცალკე იმუშაონ და შემდგომ უკვე საშემოდგომო სესიაზე შემოუერთდნენ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცესს, რატომაც არა- ეს მათი არჩევანია, თუმცა ვერ მოვუწონებთ. კარგი იქნებოდა ამ ეტაპზევე გვეჩვენებინა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, რაც არანაირად არ ნიშნავს ადამიანური ურთიერთობების დათმობას, თუმცა ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის მოწოდებები, არამედ საზოგადოების მოწოდებები გავითვალისწინეთ და გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ეს დაძაბული ატმოსფერო იქნეს შემცირებული,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამაშვილი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას მმართველ გუნდთან თანამშრომლობა საქართველოშ ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარებმა მოსთხოვეს. 

"ვიცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მოსთხოვეს, ჩაერთონ საქმიან ფორმატში. მათ მოუწევთ ამ მოთხოვნის გათვალისწინება. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონოდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, როდესაც სამუშაო ჯგუფები იქმნებოდა, მაშინ თანაპარტიელებმა ის იძულებული გახადეს, რომ გამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისგან, მაგრამ თუ მოხდება გადაფიქრება ამ რადიკალური პოზიციის და ისინი ჩაერთვებიან ცხადია ეს არ იქნება ცუდი", -აცხადებს რატი იონათამაშვილი.

დღის ამბები