26 დეკემბერი 2024,   19:11
ვრცლად
საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა

"დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი" მსოფლიო ქვეყნებს ხუთ კატეგორიად ყოფს და სახელმწიფოებში დემოკრატიის დონეს განსაზღვრავს. მონაცემების მიხედვით, საქართველომ საშუალო დონის დემოკრატიის სტატუსი მიიღო. განისაზღვრა "წარმომადგენლობითი მთავრობის" დონეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მაღალი შეფასება აქვს.

გლობალური შეფასებების ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ოცეულში მოხვდა. ქვეყანა იმ 15 სახელმწიფოს შორის დასახელდა, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში დემოკრატიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმის მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოში ოცდამეთხუთმეტე ადგილზეა.

კვლევებმა განსხვავებული შეფასებები გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიცია საერთაშორისო შეფასებებს უნდობლობას უცხადებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, კვლევის მონაცემებით საქართველოს მაღალ სტანდარტზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". მათი განმარტებით, სახელმწიფო ევროპის ქვეყნების ოცეულშია, რაც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს ადასტურებს.

შეფასებების მიხედვით, საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია.

 

დღის ამბები