09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ისლამისტებმა სირიაში 230 ადამიანი მძევლად აიყვანეს - მათ შორის 60-მდე ქრისტიანია

ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში კიდევ ერთი ქალაქი აიღო. ჰომსის პროვინციაში ისლამისტებმა ქარიატაინის დასახლება დაიკავეს და 230 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მათ შორის 60- ამდე ქრისტიანია.

ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით ისინი პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.

ქალაქი ქარიატაინი ახლოს მდებარეობს იმ გზასთან, რომელიც ანტიკურ პალმირას ლიბანის საზღვართან აკავშირებს.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა სამიზნე ხშირად ხდებიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სუნიტები და ქრისტიანებიც, რომლებიც მათ მმართველობას არ აღიარებენ.

 
დღის ამბები