22 დეკემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"დასავლეთის სტრატეგია ჰგავს მანქანას, რომელსაც ოთხივე საბურავი დაშვებული აქვს...სანქციებმა მოსკოვი ვერ შეარყია, სავსებით შესაძლებელია ამ ომმა დაასრულოს დასავლური ბატონობა" - უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეფასებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა ბოლო მოუღოს "დასავლეთის ბატონობას" და მსოფლიოში მრავალპოლარული სამართლებრივი წესრიგი შექმნას. მისი განცხადებით, სანქციებმა მოსკოვი "არ შეარყია", ევროპამ კი უკვე დაკარგა ოთხი მთავრობა და ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია. ორბანი მიიჩნევს, რომ დასავლეთს უკრაინის მიმართ ახალი სტრატეგია სჭირდება, რომელიც მშვიდობაზე იქნება მიმართული.

"დასავლეთის სტრატეგია ჰგავს მანქანას, რომელსაც ოთხივე საბურავი დაშვებული აქვს... სანქციებმა მოსკოვი ვერ შეარყია. ევროპას უჭირს - ეკონომიკურად და პოლიტიკურად, მსხვერპლად იქცა ოთხი ქვეყნის მთავრობა: ბრიტანეთის, ბულგარეთის, იტალიის და ესტონეთის... ხალხს ფასების მკვეთრი მატება ემუქრება... და მსოფლიოს უმეტესობამ ასევე დემონსტრაციულად არ დაგვიჭირა მხარი - ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, არაბული სამყარო, აფრიკა ამ კონფლიქტისგან განცალკევებულები არიან, ისინი საკუთარ საქმეს ასრულებენ," - განაცხადა ორბანმა რუმინეთში გამართულ კონფერენციაზე. 

უნგრეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთს სჭირდება ახალი სტრატეგია, რომლის მიზანიც მშვიდობა იქნება. "ევროკავშირის ამოცანა არა ვინმეს მხარდაჭერა, არამედ რუსეთსა და უკრაინას შორის დგომაა," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, "სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ომმა დემონსტრაციულად დაასრულოს დასავლური ბატონობა, რომელსაც შეეძლო ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა გზით მთელი მსოფლიო ვინმეს წინააღმდეგ გაეერთიანებინა." მისივე თქმით, "დასავლეთის ბატონობის" დასრულების შემთხვევაში" კარზე მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი დააკაკუნებს".

დღის ამბები