04 მაისი 2024,   21:21
ვრცლად
ბორჯომში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - სოფელ ქვაბისხევთან, ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, არიან დაშავებულები. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

დღის ამბები