04 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა - იგი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კაიროს მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი, სანდრო ბაზაძე დღეს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ბაზაძემ კარიერის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის წყალობით დააფიქსირა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა. განახლებულ კლასიფიკაციაში 28 წლის ქართველ მოფარიკავეს 175 ქულა მოუგროვდა და ის, უნგრელ, არონ შილაგის მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

დღის ამბები