გაუფასურებულმა ლირამ თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის მედიკამენტები გააძვირა. ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა 7 ივლისს გამოსცა. მაშინვე გაჩნდა კითხვა, რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე.
სააფთიაქო ქსელების შეფასებით, ახალი ტარიფები სარეალიზაციო ფასებს 20%-30%-ით გაზრდის. ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიც დარწმუნებულია, რომ გაძვირებას ქართველი მომხმარებელი ფაქტობრივად ვერ იგრძნობს.