28 აგვისტო 2026,   04:24
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - შსს ფარულ მასალებს ავრცელებს, დაკავებულ ნარკორეალიზატორთა შორის 1 არასრულწლოვანია

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - პოლიციამ 14 ნარკორეალიზატორი დააკავა. მათ გამოძიება განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ნარკორეალიზაციის ბრალდებით ასევე დაკავებულია 1 არასრულწლოვანი და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, მათი პირადი და ბინების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები, იარაღი და თანხა, რომელიც სავარაუდოდ დაკავებულებმა რეალიზაციის შედეგად აიღეს.

რეალიზატორების გარდა აიყვანეს კიდევ 6 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული მასალაც გაავრცელა.

ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ჩანს, როგორ ყიდიან სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ ნივთიერებებს სავარაუდოდ დაკავებულები და როგორ იღებენ შემდეგ უკვე კონკრეტულ თანხას რეალიზაციის შედეგად.

აღნიშნული მასალები, რომლებიც სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოიპოვეს, სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ნარკოდანაშაულის საქმეში.

ამ ეტაპზე როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ თბილისის გარდა სპეცოპერაცია რეგიონებშიც ჩატარდა. დეტალებიც შესახებ დღეს შს სამინისტროში განმარტებებიც გაკეთდა.

 

დღის ამბები