09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
აშშ-მ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სექტორული სანქციები გააფართოვა. სიას კიდევ ერთი ახალი ობიექტი დაემატა. საუბარია რუსეთს შორეულ აღმოსავლეთში, კომპანია "გაზპრომის" კუთვნილ ნავთობმომპოვებელ საბადოზე.

ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილების თანახმად, ობიექტისთვის ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე, ნებისმიერი სახის ამერიკული პროდუქციის ექსპორტი იკრძალება. შეზღუდვა შეეხება აღჭურვილობისა და ტექნიკასაც.

შეერთებულ შტატებს ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების რამდენიმე პაკეტი აქვს დაწესებული.

 
დღის ამბები