09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
მალიში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს

მალიში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული პირების ჯგუფი ქალაქ სევარში მდებარე სასტუმროში შეიჭრა და იქ მყოფი ათობით ადამიანი დაატყვევა. მძევლებს შორის არიან უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებიც.

სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 სამხედრო, 3 თავდამსხმელი და ერთი გაეროს მისიის თანამშრომელი.

ძალოვანებმა სპეცოპერაციის დროს, 5 მძევლის გათავისუფლებაც შეძლეს, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. დაკავებულია 7 თავდამსხმელიც.

დღის ამბები