06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც წუხელ დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში თავისი ნებით მივიდა

ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც წუხელ საგურამოში დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში თავისი ნებით მივიდა. 

როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მის ბრალეულ ქმედებას მოჰყვა ახალგაზრდის გარდაცვალება, დეტალებზე კი, ემოციური ფონიდან გამომდინარე ჯერ არ უსაუბრია, თუმცა გამოძიებასთან პირობა დადო, რომ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

"თავად მივიდა ნებაყოფლობით, ეს არ იყო ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე მას შემდეგ მივედი, რაც თავად მივიდა. ის უკვე პოლიციის განყოფილებაში დამხვდა და უკვე იქ მოხდა მისი დაკავება. შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებ. მის ბრალეულ ქმედებას მოყვა ახალგაზრდის გარდაცვალება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და პირობა დადო გამოძიებასთან რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გასცემდა, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი გიორგი გვაჯაია. 

დღის ამბები