09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ტერაქტების სერია ავღანეთის დედაქალაქში - 35 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქაბულში 4 მასშტაბური აფეთქება მოხდა. თავდასხმების შედეგად ავღანეთის დედაქალაქში საერთო ჯამში, 35 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი გვიან საღამოს, პოლიციის აკადემიასთან მოწყობილ თავდასხმას მოჰყვა. აქ თავი პოლიციის ფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა და 20 ახალწვეული იმსხვერპლა, 30–მდე კი დაიჭრა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

მოგვიანებით მასშტაბური აფეთქების ხმა აეროპორტის მახლობლადაც გაისმა, სადაც ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ბაზები მდებარეობს.

 
დღის ამბები