28 აგვისტო 2026,   09:44
ვრცლად
ომის 158-ე დღე უკრაინაში - რუსეთი უტევს ხარკოვსა და მიკოლაევს, ორივე ლოკაციაზე დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

უკრაინაში, უკვე 158-ე დღეა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უტევს ხარკოვსა და მიკოლაევს, ორივე ლოკაციაზე დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევენ, რომ თავი შენობებს შეაფარონ.

დნიპროპეტროვსკის ოლქში, რუსებმა ურაგანის ტიპის რაკეტები გამოიყენეს - დაიბომბა რამდენიმე ლოკაცია, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

დონეცკის ოლქის, ოკუპირებული ოლენივკას ციხეზე განხორციელებული თავდასხმისას, 50 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა. რუსული მხარე აცხადებს, რო იერიში უკრაინელებმა განახორციელეს, თავად უკრაინა და დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ თავდასხმა რუსეთმა მოაწყო. ფაქტის გამოძიებას ითხოვს გაეროც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ალექსანდრე სტუპუნი აცხადებს, რომ მთელ საკონტაქტო ხაზზე, უკრაინის ჯარების პოზიციები სისტემატიურად იბომბება.

"სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. მთელ საკონტაქტო ხაზზე, ჩვენი ჯარების პოზიციები სისტემატიურად იბომბება . ხარკოვის მიმართულებით გრძელდება საარტილერიო, სარაკეტო და სატანკო იერიშები. მტრის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა დმიტრივკას მახლობლად, ოკუპანტებმა უკან დაიხიეს. რუსები აქტიურად ატარებენ სადაზვერვო ოპერაციებს, რადგან გაიგონ, თავდაცვის რა სისტემებს ვიყენებთ. სტრეაპივკა - სოლედარის მიმართულებით უკრაინელმა დამცველება, ოკუპანტების სადაზვერვო ჯგუფი აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს. ზაპოროჟიაში რუსებს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებიათ. მათ დაბომბეს ჩარივნის, ორიხოვისა და კამიანსკის რაიონები," - აცხადებს სტუპენი.

დღის ამბები