09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც შეერთებული შტატები და რუსეთი ტექსტის საბოლოო ფორმულირებაზე შეთანხმდნენ.

შესაბამისად რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. დოკუმენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს.

გამოძიების მექანიზმის შემუშავების მიზნით უშიშროების საბჭო გაეროს გენერალურ მდივანსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მიმართავს.

ქიმიურ თავდასხმას დამასკოს გარეუბანში 2013 წლის აგვისტოში ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

 
დღის ამბები