09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
კოლორადოს კინოთეატრში 12 ადამიანის მკვლელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კოლორადოელ ტერორისტს, რომელმაც კინოთეატრში 12 ადამიანი მოკლა, განაჩენი გამოუტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა სასიკვდილო განაჩენისგან თავი შეიკავეს. მათ 27 წლის ჯეიმს ჰოლმს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულს არც ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება ექნება. ჰოლმსმა კოლორადოს კინოთეატრში თავდასხმა 2012 წლის ივლისში მოაწყო. ის დარბაზში ჩვენების დროს შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 70–მდე კი დაიჭრა.

დღის ამბები