09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
უმძიმესი დანაშაული, რომელსაც რუსეთმა მკაცრი, მაგრამ ადეკვატური პასუხი გასცა - მედვედევი აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განცხადება ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. მედვედევი 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებაში ადანაშაულებს.

"7 წელი გვაშორებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს საქართველოს რეგულარულმა არმიამ, მძიმე არტილერიის, ტანკების, ავიაციის გამოყენებით, საშინელი თავდასხმა განახორციელა ცხინვალის საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე. რამდენიმე საათში დაიღუპა და დაიჭრა ათასობით ადამიანი. დაიღუპნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც გაეროს მანდატით თანახმად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად იყვნენ მიწვეული. მათი მკვლელობა იყო საერთაშორისო სამართლის ყველაზე უხეში დარღვევა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც რუსეთმა მკაცრი, მაგრამ ადეკვატური პასუხი გასცა", – წერს მედვედევი.

რუსეთის პრემიერის თქმით, ახლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და წესრიგის დამყარებას რუსეთი უწყობს ხელს.

 
დღის ამბები