09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
კაბზონი, გაზმანოვი, ლეფსი, ბეზრუკოვი და ჟერარ დეპარდიე - უკრაინის შავ სიაში მოხვდნენ

უკრაინის კულტურის სამინისტრომ იმ რუსი ხელოვანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.

შავ სიაში 14 ადამიანის გვარი ფიგურირებს, მათ შორის არიან მომღერლები: იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და გრეგორი ლეფსი, ასევე მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ჟერარ დეპარდიე.

ყველა ამ ხელოვანმა ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი, მათი ნაწილი კი ანექსირებულ ნახევარკუნძულზეც იმყოფებოდა.

დღის ამბები