03 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ

საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, ასევე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ.

ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

პრეს-ტურის განმავლობაში, ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრებიან.

ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ისრაელში საქართველოს საელჩოა.

დღის ამბები