25 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სოფელ საბეში, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი და 34 კუბური მეტრი ფიცარი.

ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

დღის ამბები