09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
თურქეთში სამართალდამცავებსა და ქურთებს შორის შეტაკებებს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში სამართალდამცველებსა და ქურთებს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები.

სიზრეს პროვინციაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ექსტრემისტებმა პოლიციის ჯავშან–მანქანას ყუმბარა ესროლეს. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ამ ინცინდენტს წინ უძღოდა შეტაკებები ქალაქ სილოპში.

დაპირისპირებას აქ პოლიციასა და ქურთებს შორის სამი ადამიანი ემსხვერპლა - 7 დაშავდა. თურქეთში მცხოვრები ქურთები ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერებსა და ოფიციალურ ანკარას ძალადობის შეწყვეტასა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

 
დღის ამბები