09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ქურთების აქციები მთელს ევროპაში იმართება

ქურთთა მხარდამჭერმა აქციებმა ევროპის დიდი ქალაქები მოიცვა. დემონსტრაციები პარიზსა და კიოლნში გაიმართა. ასობით ადამიანმა პარიზის ცენტრში პლაკატები გაშალა შინაარსით – "ერდოღანი მკვლელია" და ოფიციალური ანკარა ძალადობის ესკალაციაში დაადანაშაულა.

საფრანგეთში მცხოვრები ქურთები მოუწოდებენ თურქეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მასშტაბური ოპერაცია ქურთთა მუშათა პარტიისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელიც ანკარამ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის პარალელურად დაიწყო.

ანალოგიური შინაარსის მოწოდებებით ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა კიოლნშიც. 

 
დღის ამბები