09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ძლიერ ტაიფუნს ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. რეგიონს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, ათამდე კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.

გადაუღებელ წვიმას კი რეგიონში წყალდიდობაც მოჰყვა. დატბორილია სახლები, ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალები. შეწყდა სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

ათი ათასობით ოჯახი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. საკუთარი სახლების მიტოვება 160 ათას ადამიანს მოუხდა. მანამდე ტაიფუნმა ტაივანსაც გადაუარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა.

 
დღის ამბები