09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ესპანეთში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს - სიერა დე გატას რეგიონში ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ

ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს ესპანეთის სამხრეთ–დასავლეთში. სიერა დე გატას მთიან რეგიონში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ.

ცეცხლმა უკვე გაანადგურა 6 ათას 500 ჰექტარი ტყე–პარკი და დასახლებებს მიუახლოვდა. სტიქიის ზონაში ასობით მაშველი და ავიაციაა მობილიზებული, თუმცა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

მაშველებმა სტიქიის ზონიდან 2 ათასზე მეტი ადგილობრივი გაიყვანეს.

 
დღის ამბები