09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
უიტნი ჰიუსტონის შვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება

უიტნი ჰიუსტონის შვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. ბობი კრისტინა ბრაუნის მეურვე, მკვლელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბობი მისივე მეგობარმა მამაკაცმა მოწამლა.

მისი თქმით, ნიკ გორდონმა ბობი კრისტინას ტოქსიკური კოქტეილი დაალევინა და მას შემდეგ რაც ბობიმ გონება დაკარგა, გორდონმა ის წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინა. ბობი კრისტინა ბრაუნი სწორედ აბაზანაში ნახეს უგონო მდგომარეობაში.

უიტნი ჰიუსტონის შვილი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. მისმა მეურვემ ახალ ბრალდებებზე სწორედ ცერემონიის შემდეგ ისაუბრა და განახლებული სარჩელი სასამართლოში შეიატანა.

 
დღის ამბები