09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა მოსკოვის მახლობლად - ორი საფრენი აპარატი ერთმანეთს შეეჯახა

მოსკოვის მახლობლად მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გვიან ღამით ისტრინის წყალსაცავთან ერთმანეთს ვერტმფრენი და სესნა 206–ის ტიპის ჰიდროპლანი შეეჯახნენ. შედეგად ორივე საფრენი აპარატი წყალში ჩავარდა და ჩაიძირა.

ზუსტი ინფორმაცია ბორტებზე მყოფი მგზავრების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. მაშველებმა წყლიდან უკვე 8 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

მყვინთავები ამ დრომდე სულ მცირე ერთ ქალს ეძებენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით შეჯახება თვითმფრინავის პილოტის ქმედებებმა გამოიწვია, რომელიც თვითმხილველების თქმით სახიფათო მანევრებს ასრულებდა.

 
დღის ამბები