22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ბავშვებში მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატა - ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ და კონკრეტული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვი აუზზე ყოფნის დროს ისე დაიწვა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღე მკურნალობდნენ. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, დამწვრობის ცენტრში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა, ძლიერ დამწვრო­ბას ყველაზე ხშირად ბავ­შვე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ. ძლიერი სისუსტე, გულის წასვლა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება - ეს სხეულის გადახურების სიმპტომებია. ექიმები მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ და კონკრეტული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ზღვის სანაპიროზე, ან აუზზე სხეულის გადახურების რისკი ყველაზე მაღალია. თუმცა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ არც ავტომობილში და არც სავარჯიშო დარბაზში არ არიან დაცულები.

მზის აბაზანის დოზირებულად მიღება და სპეციალური დამცავის წასმა, რომ აუცილებელია ეს მშობელთა ნაწილისთვის გაუგებარია. არიან დედები, ვინც კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას ვერ ხედავს.

სინოპტიკოსები უახლეს დღეებში ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. ამის ფონზე ექიმები მშობლებს სხეულის გადახურების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სპეციალისტთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ.

დღის ამბები