09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
თავდასხმა ეუთოს მისიაზე აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-ს მისიის კუთვნილი 4 მანქანა დაწვეს. დონეცკში ეუთო-ს მისიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას თავად ეუთოს ავრცელებს.

ეუთო-ს წარმომადგენელმა უკრაინაში განაცხადა, რომ ინცინდენტი იმ სასტუმროს ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მისიის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

გუშინ ამავე შენობასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა აქცია მოაწყო. მათ მოუწოდეს მისიის წარმომადგენლებს პირადად ჩავიდნენ კონფლიქტურ ზონებში და ხალხს დახმარება გაუწიონ.

ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში სროლისა და აფეთქებების ხმა პერიოდულად ისმის.

პრორუსი სეპარატისტები კი მისიის მუშაობას ხელს უშლიან და რეგიონში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

 
დღის ამბები