26 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
17 ქართველი გმირის ისტორია, რომელიც რუსეთთან ომში, სოფელ შინდისში დაიწერა - რას ყვება გადარჩენილი ჯარისკაცი 14 წლის შემდეგ

14 წლის წინ, რუსეთთან ომში, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურზე, 17 ქართველი გმირის ისტორია დაიწერა. 22 ქართველი სამხედრო ოკუპანტების მოტომსროლელ ბრიგადას საათნახევრიან უთანასწორო ბრძოლაში აკავებდა. მსუბუქი შეიარაღებით ჯარისკაცებმა მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს, სხვა დანაყოფებს უკან დახევის საშუალება მისცეს, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად.

22 ჯარისკაციდან 17 შინდისის რკინიგზის გაჩერებაზე სამუდამოდ დარჩა.

გადარჩა 5 სამხედრო, ხუთივე უმძიმესი ჭრილობებით, მათ შორის გიგა მურვანიძე, რომელიც ორი დღის განმავლობაში სარწყავ არხში მკვდარ სამხედროებთან ერთად ეგდო. 14 წლის შემდეგ მომხდარის გახსენებაც უჭირს და თანამებრძოლებისაც.

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საამაყო ფურცლის უკვდავსაყოფად კი, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, სექტემბერში, შინდისში 17 გმირის მემორიალის მშენებლობა დასრულდება.

დღის ამბები