22 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას, 72 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 72 წლის მამაკაცი  ოპელის მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, მეორე მანქანაში მსხდომი ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი. ნიკეას ქუჩაზე  ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები