21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ქალს, ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ

ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ხვალ, მშობლიურ სოფელ მზიანში დაკრძალავენ.

38 წლის ქალი გუშინ ყოფილმა მეუღლემ ჯერ სასტიკად აწამა და მერე მცირეწლოვანი შვილის წინ კუსტარულად დამზადებული ე.წ. სპიცით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

"კურიერთან" საუბარში ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ოზურგეთში, ლესელიძეს ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა და აღნიშნულის გამო სასჯელსაც იხდიდა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელი, პოლიციის განყოფილებაში ფაქტის შემსწრე მცირეწლოვან შვილთან ერთად თავად გამოცხადდა და სავარაუდოდ, აღიარებითი ჩვენება მისცა. დამნაშავეს, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში ბრალს წარუდგენენ.

დღის ამბები