15 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
მამაკაცი კაპიტოლიუმთან ღობეს შეეჯახა, რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - კაპიტოლიუმის პოლიცია

კვირა დილას, აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარე ბარიკადს მამაკაცი შეეჯახა, ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, - ამის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიცია იუწყება.

შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

პოლიციის თქმით, როგორც ჩანს, მამაკაცის სამიზნე კონგრესის წევრები არ ყოფილან, რადგან ისინი ამ დროს შვებულებაში იმყოფებიან.

პრესკონფერენციაზე, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ტომ მანჯერმა თქვა, რომ ინციდენტის დროს, პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება, არაფერს ამბობდა. მისი თქმით, პოლიცია იკვლევს მამაკაცის სოციალურ ქსელებს, ეძებს მის სახელს მონაცემთა ბაზებში, თუმცა ჯერ ვერაფერი იპოვეს ისეთი, რაც მას კაპიტოლიუმთან შეიძლება აკავშირებდეს.

"ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მის მოტივაციაზე მიუთითებს," - აცხადებს მანჯერი.

ტომ მანჯერის თქმით, მამაკაცის მანქანა კაპიტოლიუმის აღმოსავლეთით ბარიკადს შეეჯახა, ის გადმოვიდა და კაპიტოლიუმის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება. ქუჩის გადაკვეთისას იარაღიდან უმისამართოდ ისროდა და როცა კაპიტოლიუმთან მივიდა, პოლიციის ოფიცერმა დაინახა, რომ მან საკუთარ თავს ესროლა.

გამომძიებლებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე მამაკაცს ჰქონდა გარკვეული კრიმინალური ისტორია.

დღის ამბები