09 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, ილიმპიადის პრეზიდენტმა გრეგ სტაქოვსკიმ, ქალაქ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მონაწილე გუნდებმა.

ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიესალმა. მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში, ტრადიციულად, დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვია, 7 ქვეყნის გუნდი 15 აგვისტოდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება ასპარეზობას. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე, ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ დავალებებს და გამოცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონომიაში.

გამარჯვებული გუნდი საერთაშირისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.

დღის ამბები