09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია

1 ადამიანი დაიღუპა და 10 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია.

უკრაინელმა სამხედროებმა 13 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. სეპარატისტები განსაკუთრებით ლუგანსკის მიმართულებაზე აქტიურობენ, სადაც უკრაინული ჯარის პოზიციების დასაბომბად არტილერიას იყენებენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, პრო-რუსმა მებრძოლებმა 111–ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

 
დღის ამბები