28 აგვისტო 2026,   08:04
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს ესწრება დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს. სხდომას დისტანციურად ერთვება ნიკოლოზ ბასილაშვილი.  სხდომაზე ასევე მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"მაქვს შესაძლებლობა, რომ პირველად ვილაპარაკო ამ თემაზე მოსამართლესთან, სასამართლოს წინაშე და სასამართლოს შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ჩვენებას,"- ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი

დღის ამბები